Thursday, July 13, 2017

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: „პურ - ფუნთუშეული ყველასთვის''.

პროექტის მთავარი იდეა/თემა: ბიზნესის განხორციელება საქმეში.

პროექტის აქტუალობა:მოსწავლეებს შეექმნებათ წარმოდგენა როგორ იწარმოება კერძო ბიზნესი და რა მნისვნელობა აქვს მისი ეფექტური წარმართვისათვის მატემატიკის ცოდნას
პროექტის მიზნები: ხარჯთაღრიცხვის შედგენის უნარის გამომუშავება, არჩევანის დასაბუთება.

მონაწილეთა ასაკი: VII კლასი, 12-13 წ.

ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შეძლებენ ხარჯთაღრიცხვის შედგენას, არჩევანის დასაბუთებას.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლეების მეზობლები, ფურცელი, კალამი, თაბახი.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები მეზობლებში აგროვებენ ინფორმაციას. ინფორმაციის შესაგროვებლად დაეხმარებათ შემდეგი კითხვები:
1. რამდენად ხშირად ყიდულობთ პურს თქვენი ოჯახისთვის?
2. რამდენ პურს ყიდულობთ ერთ ყიდვაზე?
3. რა სახეობის პურს ანიჭებთ უპირატესობას?
4. სისტემატურად იძენთ თუ არა ფუნთუშებს?
5. რა დროს გიწევთ შეძენა - დილით, საღამოს?

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა, ი.ს.ტ - ი.

პროექტის ხელმძღვანელი: ფიქრიათ ახმედოვი

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: fiqro.akhmedov@gmail.com

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: „პურ - ფუნთუშეული ყველასთვის''. პროექტის მთავარი იდეა/თემა: ბიზნესის განხორციელება საქმეში. პროექტის აქტ...